რა უნდა იცოდე კრიპტოვალუტის შესახებ?


       კრიპტოსამყარო დროთა განმავლობაში უფრო მეტად იზრდება და ვითარდება. ამ ყველაფრის დაიგნორირება კი დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

შენ ალბათ გაინტერესებს, რა ხდის კრიპტოვალუტას ასეთ მიმზიდველს და უნდა იყოს თუ არა ის შენს პორთფელში. თუ დამწყები კრიპტომოყვარული ხარ, ალბათ, ძალიან ბევრი კითხვა გაქვს და გიჭირს კრიპტოსამყაროში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ ვართ, რომ შენ დაგეხმაროთ და აგიხსნათ თუ რატომ არის ამდენი ადამიანი ჩართული კრიპტოსამყაროში.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა არის დეცენტრალიზებული (არაფერზე დამოკიდებული) ციფრული ვალუტა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის ყიდვა/გაყიდვისთვის. მაგრამ, კრიპტომ ყურადღება მისი ფასის მძლავრი ცვალებადობით მიიპყრო.

მარკეტზე დღეს ათასობით სხვადასხვა კრიპტოვალუტაა, რომელთა შორის ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული არის – ბიტკოინი (BTC), რომელიც 2009 წელს შეიქმნა. სხვა ცნობილი კრიპტოვალუტებია ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP), ბიტკოინ ქეში (BCH) და სხვები. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიზნით არის შექმნილი. ზოგი მათგანი გამოიყენება ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად, ზოგი კი შექმნილია პირადი, პირდაპირი ტრანზაქციებისთვის.

კრიპტოვალუტები არის სრულიად ციფრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფიზიკური ღირებული მონეტა ან კუპიურა არ არსებობს. კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვა, გაგზავნა/მიღება ხდება ისეთ ონლაინ კრიპტო საფულეებზე, როგორიცაა MyCoins.ge სადაც, მისი არამარტო ტრანზაქცია, არამედ შენახვაც შეგიძლია.

რისი გაკეთება შეგიძლია კრიპტოვალუტით?

კრიპტოს მასშტაბების ზრდასთან ერთად, იზრდება მისი შესაძლებლობებიც. დღეს, კრიპტოვალუტის გამოყენებით უამრავი პროდუქტისა თუ სერვისის შეძენა შეგიძლია. კრიპტოსამყაროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბევრი მსოფლიო მასშტაბის კომპანია შეუერთდა, რაც ციფრული ფულის ფასის გაცილებით უფრო მაღალ ნიშნულზე ასვლას იწვევს.

ბევრი კრიპტომოყვარულისთვის, კრიპტოვალუტა ტრეიდინგის ნაწილად იქცა. სწორედ ამ სტრატეგიის მეშვეობით, დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით კრიპტო მილიონერები შეემატნენ მარკეტს.

ექსპერტების თქმით, კრიპტოვალუტა ნამდვილად მომავლის ფულია, რომლის გამოყენებასაც სულ მალე მთელი მსოფლიო დაიწყებს. ამით კი, დღეს ცნობილი ნაღდი ფული, სრულიად ჩანაცვლდება.



შენ რას ფიქრობ, როგორია კრიპტოვალუტის მომავალი?

Comments