რეკლამა საიტზე

ვებ გვერდი OKnws.blogspot.com წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტოს.
რატომ უნდა შეუკვეთოთ რეკლამა OKnws.blogspot.com-ზე ? 
ჩვენი პორტალის ძირითადი მომხმარებლები არიან აქტიური ადამიანები, ბიზნესმენები, ადამიანები ვინც ყოველდღე ეცნობა სიახლეებს და სხვა საინტერესო ამბებს. ეძებს სხვადასხვა იდეებს ბიზნესის განვითარებისთვის და ა.შ.
ინტერნეტის რეკლამა მომგებიანი იქნება ჩემი ბიზნესისთვის ?
ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ძალიან სწრაფად იზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კომპიუტერთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ ვიდრე ტელევიზორთან და ეს შეუქცევადი პროცესია. საქართველოში ყოველ წელს ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 50%–ით იზრდება. შესაბამისად რეკლამა ინტერნეტში დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება. ის საშუალებას იძლევა მივაწვდინოთ ხმა ადამიანთა ისეთ ჯგუფებს, რომელთა ყურადღების მიპყრობა სხვა საშუალებებით რთული და ძვირია.
პორტალს ყავს საშუალოდ ყოველდღიურად 2700 ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი.
OKnws-ზე დატანილია top.ge ს მთვლელი.

საკონტაქტო იმფორმაცია

E-mail:  oknws.com@gmail.com
T:   +(995) 551 16 45 63
WEB: OKnws.blogspot.com

ჩვენს შესახებ

OKnws.blogspot.com საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროექტია. საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
  1. რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა.
  2. რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე.
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.
  1. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას.
  2. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
  3. რეკლამაში ენობრივი ნორმების დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
  4. დაუშვებელია იმ საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაციაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული; აგრეთვე იმ ეკონომიკური აგენტის რეკლამირება, რომლის საქმიანობაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული.
  5. იმ საქონლის რეკლამას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა ახლდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
  6. აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
  7. აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე.
  8. რეკლამაში განსაკუთრებული უფლებების ობიექტების (ინტელექტუალური საკუთრების) გამოყენება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  9. რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისაკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისაკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას.
  10. აკრძალულია რეკლამის გადასახდელის დიფერენცირება რეკლამირებადი საქონლის სახეების მიხედვით.
  11. უცხო ქვეყნიდან საქართველოში გავრცელებული (ტრანსლირებული) რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას რეკლამის შესახებ, უნდა აღიკვეთოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
  12. აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამირებისას არასრულწლოვანთა გამოსახულების ან ხმის ნებისმიერი ფორმით გამოყენება.