როგორი იქნება 2022 წელი ზოროასტრიული კალენდრის მიხედვით


ზო­რო­ას­ტრი­უ­ლი კა­ლენ­და­რი 32-წლი­ა­ნი ციკ­ლის­გან შედ­გე­ბა. თი­თო­ე­ულ წელს თი­თო­ე­უ­ლი - ცხო­ვე­ლი, ფრინ­ვე­ლი - ტო­ტე­მი გა­ნა­გებს. ზო­რო­ას­ტრი­უ­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ახა­ლი წელი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­ზე დგე­ბა, როცა მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს პირ­ველ გრა­დუს­ში გა­და­დის, წელს ეს დღე წელს 20 მარტს უწევს. ამა­ვე დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი. ზო­გი­ერთ აღ­მო­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ამ დღეს ნორ­ვუზს - "ახა­ლი დღე" ზე­ი­მო­ბენ. სა­სურ­ვე­ლია, სუფ­რა­ზე გქონ­დეთ ტკბი­ლე­უ­ლი, თხი­ლე­უ­ლი. ამ დღეს იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე, იყა­ვით მზად გა­ნახ­ლე­ბის­თვის, ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი.

2022 წლის 20 მარ­ტამ­დე წლის მარ­თვე­ლი ცხე­ნია, ლა­მა­ზი და კე­თილ­შო­ბი­ლი ცხო­ვე­ლი. ცხე­ნი არის მშრო­მე­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მუ­დამ მოძ­რა­ო­ბა­შია, უქ­მად ყოფ­ნა დეპ­რე­სი­ა­ში აგ­დებს და ჯან­მრთე­ლო­ბას უფუ­ჭებს. ცხენს მარ­ტო­ო­ბა არ უყ­ვარს. თავს ბედ­ნი­ე­რად რე­მა­ში გრძნობს. უყ­ვარს ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე ზრუნ­ვა.

21 მარ­ტი­დან წლის მმარ­თვე­ლი ავა­ზა (მას ჭა­ო­ბის კა­ტა­საც უწო­დე­ბენ) გახ­დე­ბა. ეს არის ძლი­ე­რი ცხო­ვე­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი მებ­რძო­ლი. მას­თან აგ­რე­სი­უ­ლო­ბას, გაბ­რძო­ლე­ბას არ გირ­ჩევთ. იცის სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის დაც­ვა და არც ბრძო­ლა­ში ჩაბ­მა უჭირს. ცივი გო­ნე­ბით მოქ­მე­დებს და ემო­ცი­ებს აყო­ლა არ სჩ­ვე­ვია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ეგო­ის­ტუ­რია. ავა­ზას წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არ უშინ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს, რისკს, უყ­ვარს თავ­გა­და­სა­ვა­ლი და მი­აჩ­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ავა­ზა ჭა­ო­ბის კატა მა­შინ ხდე­ბა, თუ ივი­წყებს კე­თილ­შო­ბი­ლურ თვი­სე­ბებს და ცუ­დებს ავ­ლენს, მა­გა­ლი­თად, შიშს; ექ­ცე­ვა სხვა­თა გავ­ლე­ნის ქვეშ ან თა­ვად მოს­წონს სხვე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა; იწყებს აღ­ვი­რახ­სნილ ცხოვ­რე­ბას.

იცით რო­მე­ლია თქვე­ნი ტო­ტე­მი, ანუ რის წელ­ში და­ი­ბა­დეთ?

ირე­მი ხართ თუ და­ი­ბა­დეთ შემ­დეგ წლებ­ში: 1938, 1970, 2002

მუფ­ლო­ნი - 1939, 1971, 2003

მან­გუს­ტი - 1940, 1972, 2004

მგე­ლი - 1941, 1973, 2005

წერო - 1942, 1974, 2006

ობო­ბა - 1943, 1975, 2007

გვე­ლი - 1944, 1976, 2008

თახ­ვი - 1945, 1977, 2009

კუ - 1946, 1978, 2010

კა­ჭ­კა­ჭი - 1947, 1979, 2011

ციყ­ვი - 1948, 1980, 2012

ყვა­ვი - 1949, 1981, 2013

მა­მა­ლი - 1950, 1982, 2014

ხარი - 1951, 1983, 2015

მაჩ­ვი - 1952, 1984, 2016

აქ­ლე­მი - 1953, 1985, 2017

ზღარ­ბი - 1954, 1986, 2018

ირემ­ლა­ღი - 1955, 1987, 2019

სპი­ლო - 1956, 1988, 2020

ცხე­ნი - 1957, 1989, 2021

ავა­ზა - 1958, 1990, 2022

ფარ­შე­ვან­გი - 1959, 1991

გედი - 1960, 1992

ფო­ცხვე­რი - 1961, 1993

ვირი - 1962, 1994

თეთ­რი დათ­ვი - 1963, 1995

არ­წი­ვი - 1964, 1996

მელა - 1965, 1997

დელ­ფი­ნი - 1966, 1998

ტახი - 1967, 1999

ბუ - 1968, 2000

შა­ვარ­დე­ნი - 1969, 2001

ახლა კი ვნა­ხოთ, რა გე­ლო­დე­ბათ ავა­ზას წელ­ში თქვე­ნი ტო­ტე­მის მი­ხედ­ვით:

ირე­მი

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სწო­რად უნდა გა­ნა­ლა­გოთ. მე­ტად იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, იზ­რუ­ნეთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­გინ­დე­ბათ სტა­ტუ­სის შეც­ვლა. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა უნდა იზ­რუ­ნოთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, ვის გვერ­დი­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ. თუ არ გა­რის­კავთ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევთ. მაგ­რამ აქაც სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. გახ­სოვ­დეთ, რაც უფრო მაღ­ლა ახ­ვალთ, მით მტკივ­ნე­ულ იქ­ნე­ბა და­ცე­მა. გაფრ­თხილ­დით, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

მუფ­ლო­ნი

ბრძო­ლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოთ, თუ გა­მარ­ჯვე­ბა, მიზ­ნის მიღ­წე­ვა გსურთ. 2022 წელს ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი უნდა და­ი­პყროთ. ბრძო­ლა მო­გი­წევთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლა­დაც. ოჯა­ხი იქ­ნე­ბა ის საყ­რდე­ნი, სა­დაც სიმ­შვი­დეს მო­ი­პო­ვებთ, თავს და­ცუ­ლად იგ­რძნობთ. ამას­თან, მხო­ლოდ მი­ღე­ბა­ზე ნუ იქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­ცე­მაც უნდა ის­წავ­ლოთ. რაც უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. არ გირ­ჩევთ ზედ­მე­ტი ფუ­ლის ფლან­გვას. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბას; გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე - გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას.

მან­გუს­ტი

სწრა­ფად უნდა შეძ­ლოთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა, თქვენ­თვის სარ­გებ­ლის გა­მო­ნახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღეთ. თუ მოთ­მი­ნე­ბას არ ის­წავ­ლით, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და­შო­რე­ბა მო­გი­წევთ. თუ ინი­ცი­ა­ტი­ვი­ას გა­მო­ავ­ლენთ და გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­საც და­იხ­მა­რე­ბათ, კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. თუმ­ცა, ყვე­ლა სფე­რო­ში სა­სურ­ვე­ლია, სა­მარ­თლი­ა­ნი იყოთ. არა­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ქცე­ვა და­გა­ზი­ა­ნებთ. გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, არ­სე­ბობს მო­წამ­ვლი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტრავ­მის ალ­ბა­თო­ბა.

მგე­ლი

2022 წელს გა­გი­მარ­თლებთ, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბი­თა და სიფრ­თხი­ლით აი­ცი­ლებთ თა­ვი­დან. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი გეძ­ლე­ვათ. ზა­ფხუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის თვე­ე­ბი სა­უ­კე­თე­სოა აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. ზამ­თარ­ში იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით ბევ­რს მი­აღ­წევთ, მაგ­რამ თუ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, კა­რი­ე­რა­ზე სრუ­ლად ნუ გა­და­ერ­თვე­ბით. მო­ე­რი­დეთ ოჯახ­ში წვრილ­მა­ნე­ბის გამო კა­მათს. გაფრ­თხილ­დით, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა.

წერო

ცვლი­ლე­ბე­ბის წელი გე­ლით პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­შიც და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჯილ­დოს მი­ი­ღებთ, თუ თა­მა­მად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმოქ­მე­დებთ. ფრთხი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გმარ­თებთ მაის-ნო­ემ­ბერ­ში. და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა არ უღა­ლა­ტოთ მე­უღ­ლეს. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ. ფი­ნან­სურ სფე­რო­ში რის­კე­ბი არ გე­ლო­დე­ბათ. თუმ­ცა, აქ­ტი­უ­რი შრო­მა მო­გი­წევთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის­თვის ნუ გა­ეხ­ვე­ვით სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, აფე­რა­ში. გა­ზა­ფხულ­ზე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

ობო­ბა

და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, ჩა­მო­წე­რეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­უ­რო­ბას, კონ­ფლიქ­ტებ­ში ჩარ­თვას. იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მო­ე­რი­დეთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­წყვე­ტას. არა­ვის მო­ახ­ვი­ოთ თქვე­ნი აზრი. ფული გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯეთ აპ­რილ-ნო­ემ­ბერ­ში. გა­ზა­ფხულ­ზე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ.

გვე­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ, სა­ნამ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებთ. ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი უნდა აღი­ა­როთ ხოლ­მე, გა­მო­ას­წო­როთ და და­იც­ვათ თავი ახ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­გან. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მის მი­მართ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას. ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა.

თახ­ვი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის წელი გე­ლით. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში. ნუ გა­წყვი­ტავთ არ­სე­ბულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს; უმ­ჯო­ბე­სია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. წლის მე­ო­რე და მე­სა­მე კვარ­ტალ­ში ნუ გა­რის­კავთ, იმოქ­მე­დეთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად. გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა ახ­ლობ­ლებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბულ ფი­ნან­სურ შე­მო­დი­ნე­ბას ნუ ელით. უფრო მე­ტიც, გაფრ­თხილ­დით, არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას.

კუ

წელს მშვი­დად ცხოვ­რე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში - გლო­ბა­ლუ­რიც და უმ­ნიშ­ვნე­ლოც. უნდა გა­მო­ნა­ხოთ სარ­გე­ბე­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, კრი­ზი­სულ­შიც კი. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ სიშ­ვი­დის გა­მოვ­ლე­ნა გმარ­თებთ. ნა­თე­სა­ვებს თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლე­ბის გვერ­დით გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ, თუ მო­ინ­დო­მებთ. სამ­სა­ხურ­ში მო­ე­რი­დეთ კუ­ლუ­ა­რულ ომებ­ში ჩარ­თვას. თუ ქრონ­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ, ექიმ­თან ვი­ზიტს ნუ გა­და­დებთ.

კა­ჭ­კა­ჭი

კარ­გად უნდა გა­ა­ნა­ლი­ზოთ თო­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, მი­ი­ღოთ გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გაფრ­თხილ­დით საქ­მი­ან და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც. წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვეა მა­ი­სი. თუ ხვდე­ბით, რომ გრძნო­ბე­ბი გა­გი­ცივ­დათ, იზ­რუ­ნეთ კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­ნა­ხავთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბით წყა­როს. გა­უფრ­თხილ­დით საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას.

ციყ­ვი

გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის წელი და­გიდ­გათ. ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ. გა­და­ხე­დეთ პრი­ო­რი­ტე­ტებს. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის წელი და­გიდ­გათ. რაც უფრო მშვი­დი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით ნაკ­ლე­ბი გექ­ნე­ბათ და­ნა­კარ­გი. ნუ იქ­ნე­ბით ჰი­პერმზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამან შე­იძ­ლე­ბა მათი მხრი­დან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და კა­მა­თი გა­მო­იწ­ვი­ოს. თუ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ინ­ტე­რე­სებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ვერ­სად გა­ექ­ცე­ვით. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ. აპ­რი­ლი­დან-ოქ­ტომ­ბერ­ში. გა­აზ­რე­ბუ­ლად ხარ­ჯეთ ფული. გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვულ სის­ტე­მას. გა­ზა­ფხულ­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა.

ყვა­ვი

მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, გა­ერ­კვი­ეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. თუ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, ორი­ვე მე­უღ­ლემ უნდა მო­ინ­დო­მოთ. იზ­რუ­ნეთ ნა­თე­სა­ვებ­ზე და ისი­ნიც აღ­მო­გი­ჩე­ნენ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო დროს. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი გა­ზა­ფხულ­ზე ან შე­მოდ­გო­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­გრძლივ და მყარ კავ­შირ­ში გა­და­ზარ­დოთ. სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მე­ტად უნდა მო­ინ­დო­მოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­ნა­ხავთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბით წყა­როს. იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მა­მა­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ. ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა. გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი პე­რი­ო­დია, შე­მოდ­გო­მა­ზე მე­ტად უნდა გაფრ­თხილ­დეთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი თუ ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გსურთ. ზა­ფხუ­ლის ბოლო სი­ურპრი­ზე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. სამ­სა­ხურ­ში შეძ­ლებთ ყვე­ლა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვას და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მო­ე­რი­დეთ რისკს, გაფრ­თხილ­დით შვე­ბუ­ლე­ბი­სას.

ხარი

მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისე არ გა­მო­ვი­დეს, რო­გორც გინ­დო­დათ. აპ­რილ-ოქ­ტომ­ბერ­ში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მე­უღ­ლეს­თან. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა და მყა­რი კავ­ში­რის შექ­მნა გე­ლით. თუ ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა გსურთ, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა უნდა გა­იძ­ლი­ე­როთ. ზედ­მეტ­მა ფი­ზი­კურ­მა გა­დაღ­ლამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ფიტ­ვამ­დე მი­გიყ­ვა­ნოთ. მო­უფრ­თხილ­დით გულს.

მაჩ­ვი

მო­ე­რი­დეთ გა­ურ­კვევ­ლო­ბებს. იყა­ვით ყვე­ლა დე­ტა­ლი­სად­მი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. წლის და­სა­წყის­ში მე­ტად უნდა ჩა­ერ­თოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში. უმ­ჯო­ბე­სია, გა­იძ­ლი­ე­როთ არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, ეცა­დეთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს. არ ფლან­გოთ ფული. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ნა­ხუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯვა მო­გი­წი­ოთ. აკონ­ტრო­ლეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, ნუ გა­და­იღ­ლე­ბით, მო­ე­რი­დეთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

აქ­ლე­მი

იყა­ვით მცი­რე­დი­თაც კმა­ყო­ფი­ლი, ზედ­მე­ტის­თვის ნუ გა­ირ­ჯე­ბით. გაფრ­თხილ­დით აპ­რილ­სა და სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში. მარ­ტო­ხე­ლე­ბი რაც უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მეტი იქ­ნე­ბა და­წყვი­ლე­ბის შან­სი. არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი კი უნდა გა­ხა­დოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი. სამ­სა­ხურ­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ და იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

ზღარ­ბი

გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, სი­ტუ­ა­ცი­ას თქვენ გარ­შე­მო, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის შეც­ვლა მო­გინ­დეთ. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გსურთ გან­ვი­თა­რე­ბა. წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი თვე­ე­ბია იან­ვა­რი და თე­ბერ­ვა­ლი. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, გა­ი­ჩენთ ახა­ლი საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და ნუ გა­უშ­ვებთ შან­სებს ხე­ლი­დან. გეძ­ლე­ვათ გან­ვი­თა­რე­ბის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სუ­ლი­ე­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ირემ­ლა­ღი

მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ. მზად უნდა იყოთ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეთ ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს. ასე­ვე, თა­ვა­დაც მზრუნ­ვე­ლი უნდა იყოთ მათ მი­მართ. ფრთხი­ლი იყა­ვით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან, არ გათ­ქვათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის სა­ეჭ­ვო საქ­მე­ებ­ში და­ბან­დე­ბას. არ გირ­ჩევთ დრო­ი­სა და ენერ­გი­ის არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე და­ხარ­ჯვას. ზო­გი­ერ­თებს მო­გინ­დე­ბათ მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თავს ჯან­მრთე­ლო­ბას.

სპი­ლო

და­ი­სა­ხეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი­სად­მი. ფრთხი­ლად უნდა იყოთ გა­ზა­ფხულ­ზე, ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და ოქ­ტომ­ბერ­ში. ოჯა­ხი პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ. გა­მო­ავ­ლი­ნეთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. გან­სა­კუ­თე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­საც სა­ჭი­რო­ე­ბენ ბავ­შვე­ბი. სამ­სა­ხურ­ში უმ­ჯო­ბე­სია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში. მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა.

ცხე­ნი

მო­გე­მა­ტე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი გეძ­ლე­ვათ აპ­რილ­სა და ზა­ფხულ­ში. ფრთხი­ლად იყა­ვით შე­მოდ­გო­მა­ზე. თუ ხვდე­ბით, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არაა, ჯო­ბია გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის შან­სი. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ. ფული გო­ნი­ვუ­ლად ხარ­ჯეთ. იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

ავა­ზა

გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გეძ­ლე­ვათ, იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. გა­მო­ავ­ლი­ნეთ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. კარ­გი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბი­სა და შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვის. მარ­ტო­ხე­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა გე­ლით. ნუ გა­ი­რის­კავთ, როცა საქ­მე მსხვილ თან­ხას ეხე­ბა. მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. ზა­ფხულ­ში - გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას.

ფარ­შე­ვან­გი

მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ი­ხა­ლი­სოდ და გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ ცხოვ­რე­ბა. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს, და­ძა­ბუ­ლო­ბას. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან. სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე. გა­ა­ნა­ლი­ზეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და და­ი­ზღვი­ეთ თავი საფრ­თხე­ე­ბის­გან. არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. შე­მოდ­გო­მა­ზე იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე.

გედი

თუ სწო­რად და­გეგ­მავთ, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ გე­მუქ­რე­ბათ. ეცა­დეთ, და­ფიქ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გათ. წარ­მა­ტე­ბას ელო­დეთ გა­ზა­ფხულ­ზე, ზა­ფხულ­ში შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბით - შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი, თუ სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტოთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ნუ ჩა­ერ­თვე­ბით ახალ პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ ხარჯს მო­ი­თხოვს. მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას.

ფო­ცხვე­რი

სწრა­ფად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი. თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მი­მართ. სამ­სა­ხურ­ში მე­ტად უნდა აი­ღოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე. გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში და ოქ­ტომ­ბერ­ში სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში გა­მარ­ჯვე­ბა გე­ლით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ივარ­ჯი­შებთ. აკონ­ტრო­ლეთ შაქ­რი­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე სის­ხლში.

ვირი

იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ნუ გა­და­უხ­ვევთ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან. სა­უ­კე­თე­სო შან­სე­ბი მო­გე­ცე­მათ წინსვლის­თვის და გა­მო­ი­ყე­ნეთ. წლის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია გა­ზა­ფხუ­ლი; ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მეტი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას იგ­რძნობთ და თა­ვა­დაც უნდა იზ­რუ­ნოთ მათ­ზე. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, მაგ­რამ ყვე­ლას­თან გუ­ლახ­დი­ლი ნუ იქ­ნე­ბით. სამ­სა­ხურ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ.

თეთ­რი დათ­ვი

თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე კი არა, ახ­ლობ­ლებ­ზეც უნდა იზ­რუ­ნოთ. 2022 წელს ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ. გა­ზა­ფხუ­ლი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე ფრთხი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. სწრა­ფად უნდა შეძ­ლოთ ახალ-ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი პა­ტი­ვი ეცით მე­უღ­ლეს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი. იზ­რუ­ნეთ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად შრო­მა მო­გი­წევთ. ფუ­ლის ფლან­გვას კი არ გირ­ჩევთ. გა­ზა­ფხულ­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა.

არ­წი­ვი

იყა­ვით სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის, მო­რა­ლის ერ­თგუ­ლი. არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბით და ეცა­დეთ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოთ. წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი თვე­ე­ბია სექ­ტემ­ბე­რი და იან­ვა­რი. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას და მზრუნ­ვე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ნა­თე­სა­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რას იგ­რძნობთ. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ მათ­თვის დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მის­ვლა. ვინც მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ეძებს, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ. სამ­სა­ხურ­ში იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­საც მი­ი­ღებთ. მეტი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლით ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

მელა

ცვლი­ლე­ბე­ბის წელი გე­ლით და სწრა­ფად უნდა მო­ა­ხერ­ხოთ ახალ-ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა. ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ და ნუ ენ­დო­ბით სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებს, მო­ე­რი­დეთ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში გახ­ვე­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მა­სა და დე­კემ­ბერ­ში იყა­ვით ფრთხი­ლი. ნუ ჩა­ი­კე­ტე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში, მე­ტად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ნუ და­ი­ვი­წყებთ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და კომ­პრო­მისს. ბავ­შვებს თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლებს თუ და­წყვი­ლე­ბა გსურთ, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. გაფრ­თხილ­დით, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბა.

დელ­ფი­ნი

სა­ინ­ტე­რე­სო წელი გე­ლო­დე­ბათ. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბა­შიც და ოჯახ­შიც. საფრ­თხე­ე­ბის­გან და­ი­ცა­ვით თავი ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და ოქ­ტომ­ბერ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თქვენს მუ­შა­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეხ­მა­რეთ ახ­ლობ­ლებ­საც. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, პერ­სპექ­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. გაფრ­თხილ­დით, გა­დაღ­ლი­ლო­ბამ და სტრეს­მა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არ და­გი­ზი­ა­ნოთ.

ტახი

ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წელი გე­ლო­დე­ბათ. იყა­ვით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და შე­მოდ­გო­მა­ზე ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­თან. მე­უღ­ლის მი­მართ იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. მარ­ტო­ხე­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. ნუ მო­კი­დებთ ახალ პრო­ექ­ტეს ხელს, თუ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და თუ დიდი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯი გე­ლით. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ ქო­რო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ბუ

მშვი­დი წელი ნამ­დვი­ლად არ გე­ლით. თა­ვა­დაც ხვდე­ბით, რომ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბა გსურთ და უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, იყოთ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი. მა­ი­სი კარ­გი თვეა მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში კი ფრთხი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გათ. არ ჩა­ერ­თოთ სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტებ­ში, ნუ გაფ­ლან­გვათ ფულს. უმ­ჯო­ბე­სია, სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ყვე­ლა სფე­რო­ში. იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბი­სა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

შა­ვარ­დე­ნი

თუ მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბით, მო­ი­გებთ. შან­სი გეძ­ლე­ვათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ. გაქვთ და­წი­ნა­უ­რე­ბის შან­სი, მაგ­რამ უშ­რომ­ვე­ლად ვე­რა­ფერს მი­აღ­წევთ. ცვლი­ლე­ბა გე­ლით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. იყა­ვით და­ფიქ­რე­ბუ­ლი და ნუ აჰ­ყვე­ბით წუ­თი­ერ გა­ტა­ცე­ბას. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი მე­გო­ბარ­თან გა­ა­ბათ. აკუ­რა­ტუ­ლი იყა­ვით ჯან­მრთე­ლო­ბი­სად­მი. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი მო­მა­ტე­ბუ­ლია.

წყარო: Astrology.Ambebi.GE

Comments