6 მიზეზი, რატომაც კრიპტოვალუტა ინვესტირების მომავალია




დღეს ციფრული ვალუტის პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდება და იმატებს კრიპტო ინვესტორების რაოდენობაც.

ანალიტიკოსების გარკვეული კატეგორია ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტები საუკეთესო ინვესტიცია და ამ მიმართულების მომავალია, რასაც ამ 6 მიზეზით ასაბუთებს.

1. მოგება

კრიპტოვალუტამ საკმაოდ მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რომ სწორი ინვესტიციაა 100%-იანი მოგების პოტენციალით. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიპტოვალუტები მაღალი რისკის მატარებელია და ვაჭრობისას შესაბამისი სტრატეგია უნდა გქონდეს.

2. ინოვაცია

კრიპტოვალუტების სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით კი ფასები. ეს მოგების მიღების შესაძლებლობებს იძლევა სწორედ ამიტომ, ამ ინდუსტრიაში შეკრებილი ინოვაციური ადამიანები მუდამ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიებით არიან დაკავებული.

ბაზარზე სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან შესაბამისი პლატფორმები, რომლებიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს კრიპტო ინვესტორების ინფორმირებულობასა და დაეხმარება მათ სწორი პროგნოზების გაკეთებაში. მაგალითად, დღეს ამ მიმართულებით უკვე არსებობს ანალიტიკური საშუალებები, სავაჭრო ბოტები, პორტფოლიოს ანალიზები და ა.შ.

3. ცვალებადობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტების ფასი სწრაფად ცვალებადია. შეიძლება ეს ფაქტი არც ისე დადებითად ჟღერს, თუმცა გამოცდილმა ინვესტორებმა არაერთხელ შეძლეს, რომ სწორი სტრატეგიების დახმარებით ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენებინათ.

4. თავისუფლება

კრიპტოვალუტების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის მთავრობისგან დამოუკიდებელია და რეგულაციები მასზე არ ვრცლდება. ამ უპირატესობიდან გამომდინარე, ნებისმიერს შეუძლია მათში ინვესტირება და ასევე, მათი უსაფრთხოდ, სხვა ვალუტაში კონვერტაცია.

5. დაბალი ინფლაცია

ტრადიციული ვალუტისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტების რაოდენობა შეზღუდულია, რაც მისი ინფლაციის შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი კრიზისის პერიოდში.

6. მაღალი ლიკვიდურობა

კრიპტოვალუტები მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოს ყიდვა/გაყიდვა საკმაოდ მარტივი და სწრაფია. ამავდროულად, დღეს მისი ყიდვა/გაყიდვა ავტომატურადაც შეგიძლია, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების სამყაროში ფულს ძილის დროსაც გამოიმუშავებ. 🛌





Comments