Space tbc პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში


რა არის სფეისი?

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის საშუალებითაც შეგიძლია მართო შენი ყოველდღიური ფინანსები.
სფეისს არ აქვს ფილიალები და ყველა საბანკო მომსახურებას, რასაც იყენებ ყოველდღიურად, სფეისი გაწვდის მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით.

რა პროდუქტები აქვს სფეისს?

სფეისის პროდუქტებია: სფეის ბარათი, მომენტალური სესხი, მყისიერი გადარიცხვა, კომუნალური და სხვა გადახდები, ონლაინ განვადება, ყულაბები.

სად შეიძლება გნახოთ ფიზიკურ სივრცეში?

ფილიალები სფეისს არ აქვს, ყველანაირი დახმარების გაწევა შეგვიძლია ონლაინ ან სატელეფონო ზარით. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 711 711, მოგვწერე აპლიკაციიდან ან მოგვძებნეთ facebook-ში.

როგორ დაგიკავშირდეთ?

შეგძლია დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 2 711 711, მოგვწერო აპლიკაციიდან ან Facebook-ზე.

რას აკეთებთ განსხვავებულს?

თანხის განაღდება შეგიძლია ნებისმიერ ბანკომატში. თიბისის, ვითიბის, ჰალიკ ბანკისა და ბაზის ბანკის ბანკომატებიდან გატანის საკომისიო 0%-ია, ხოლო საქართველოს ბანკის შემთხვევაში საკომისიო 2%-ს - მინიმუმ 6 ლარს შეადგენს.

როგორ შევიტანო ცვლილებები პირად ინფორმაციაში?

შედი აპლიკაციაში, ამოწიე ქვედა ისარი და შეცვალე ინფორმაცია პროფილიდან.

როგორ გავაახლო აპლიკაციის პაროლი?

პაროლის გასაახლებლად აპლიკაციაში შესვლის დროს უნდა დააჭირო „პაროლის შცვლა“-ს, შეიყვანო ბარათის მონაცემები და შეცვალო პაროლი.

სფეისი თიბისი ბანკის არის?

სფეისი იურიდიულად ეკუთვნის თიბისი ბანკს, ოპერირებს დამოუკიდებლად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით

ყველა ოპერაციულ სისტემაზე შეიძლება Space აპლიკაციის დაყენება?

კი, აპლიკაცია განკუთვნილია, როგორც iOS (10.3 ან უფრო ახალი) ისე Android (5.3 ან უფრო ახალი) ოპერაციული სისტემებისთვის.

Comments