- Get link
- X
- Other Apps
აქამდე არსებული სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, ამ კლავიატურას აქვს ყველა ქართული ასო. ანუ ჩ, შ, ჟ, ჭ და სხვა "Shift-იანი ასოები" ცალკე ღილაკებადაა. 

დაყენების ინსტრუქცია:
- ჯერ დააყენეთ თვითონ AnySoftKeyboard, რომლის ბაზაზეც მუშაობს ქართული კლავიატურა/ლეიაუთი.
ბმული: https://play.google....anysoftkeyboard - ამ კლავიატურის ჩასართავად ვიქცევით ასე: ვააქტიურებთ მას შემდეგნაირად: Settings » Locale and Text (ან Keyboards) » მონიშნეთ AnySoftKeyboard.
- ნებისმიერ ტექსტურ ველზე დიდხანს დაჭერით, ან უბრალოდ Settings » Locale and Text-ში შესვლით ვიპოვოთ Select Input Method » AnySoftKeyboard.
- შემდეგ ვაინსტალირებთ ამ პროგრამას (ქართულ კლავიატურას).
ბმული: https://play.google....k.georgian_full - ისედაც მონიშნული იქნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერ ამ პუნქტსაც: AnySoftKeyboard-ის Setting-ებში ვპოულობთ Keyboards და გავააქტიუროთ "ქართული (Georgian)"... (და ნებისმიერი სხვა სასურველიც)
სულ ესაა
ენების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკი "ABC". AnySoftKeyboard-ს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, კლავიატურის სიმაღლის შეცვლიდან დაწყებული, თემებით და plug-in-ებით დამთავრებული. ასე რომ, გამოკვლიეთ კარგად...

შენიშვნები:
- თუ თქვენი ტელეფონი ვერ აღიქვამს (ვერ კითხულობს) ქართულ ტექსტს, მოგიწევთ დააყენოთ ფონტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ Georgian Fonts Installer.
- უშუალოდ კლავიატურის დასაყენებლად და-root-ვა არაა საჭირო.
// დეიდებო და ბიძიებო, ნუ დაგეზარებათ და User Review-ებში შემიფასეთ აპლიკაცია... 

"


წყარო: overclockers.ge
- Get link
- X
- Other Apps