რა მიწერ მოწერა იყო სინამდვილეში მაჩალიკაშვილის მობილურში ?



ამერიკის იუსტიციის სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა ტერორიზმში ბრალდებულისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონი სრულად გაშიფრეს.
ექსპერტიზისთვის დაშიფრულია 15 ათასი ფაილი, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეოფაილები. 
ადვოკატის ინფორმაციით, დაშიფრული ფაილების მიხედვით, მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმთან არ დასტურდება. 19 წლის ახალგაზრდის SMS გზავნილების უმრავლესობა თემირლანის შეყვარებულისთვის იყო მიწერილი. მაჩალიკაშვილის შეყვარებული გამოძიებას არ დაუკითხავს. 
იმ ერთადერთ გზავნილში, სადაც მაჩალიკაშვილი აფეთქებაზე ლაპარაკობდა, ის კვლავ შეყვარებულთან ხუმრობდა. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურამ მიმოწერის ეს ნაწილი შეცვლილი კონტექსტით გაასაჯაროვა.
500 გვერდიან დაშიფრულ და გაშიფრულ შეტყობინებებში არ იკითხება ახმედ ჩატაევთან თემირლანის რაიმე კავშირი. მოკლული ახალგაზრდის მამის ინფორმაციით კი, მან უკვე დაადგინა, ვის ეკუთვნის ნომერი ვისზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ამ ნომერზე ჩატაევს ეკონტაქტებოდა.
წყარო: rustavi2.ge