ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო




მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ინფორმაციას ,,ნიუპოსტი" ავრცელებს.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო", – განაცხადა ბრალდებულმა.
წყარო: dianews.ge