114 ლოკაციაზე ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 114 ლოკაციაზე, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.

კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე.

სამინისტრო უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის დამონტაჟებას გეგმავს.

ზღვისპირა ქალაქში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს შემდეგ ქუჩებზე:

• პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა

• თამარ მეფის ქუჩისა და ტბეთის ქუჩის კვეთა

• კახაბრის ქუჩა და მაჭავარიანის ქუჩის კვეთა

• აეროპორტის გზატ. მესხის ქ. შესახვევი

• ანდრია პირველწოდებულის ქუჩა,

• სვიმონ კანანელის ქუჩა

• სარფი

• მახინჯაური ჩაქვის გვირაბი

• ვარშანიძის ქუჩისა და გენერალ აბაშიძის ქუჩის კვეთა

• ვარშანიძის ქუჩისა და თავდადებულის ქუჩის კვეთა

• აღმაშენებლის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩის კვეთა

• აღმაშენებლის ქუჩა

• ხიმშიაშვილის ქუჩა

• გენერალ აბაშიძის ქუჩისა და აბუსერიძის ქუჩის კვეთა

• აბუსერიძის ქუჩისა და ლორიას ქუჩის კვეთა

• ლეონიძის ქუჩა

• რურუას ქუჩა,

• ტაბიძის ქუჩა,

• პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა

• პუშკინის ქუჩისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთა

• პუშკინის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩის კვეთა

• პუშკინის ქუჩისა და ლერმონტოვის ქუჩის კვეთა

• ჭავჭავაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა

• ჭავჭავაძის ქუჩისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთა

• ჭავჭავაძის ქუჩისა და ჰ. აბაშიძის ქუჩისა კვეთა

• ფალიაშვილის ქუჩისა და კ. ცეტკინის ქუჩის კვეთა

• გორგასლის ქუჩისა და ასათიანის ქუჩის კვეთა

• გორგასლის ქუჩისა და 26 მაისის ქუჩის კვეთა

• გორგასლის ქუჩისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა

• ფარნავაზ მეფის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩისა კვეთა

• მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა

• მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა

• მ. აბაშიძის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა

• ზ. გამსახურდიას ქუჩისა და მელაშვილის ქუჩის კვეთა

• ბერიძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთა

• წერეთელის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა

• პუშკინის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა

• ბერიძის ქუჩა,

• 9 მარტის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა

• ბარათაშვილის სკვერი

• ბარათაშვილის ქუჩა,

• ერას მოედანი

• ჭავჭავაძის ქუჩა, თბილისის მოედანი

• ახმეტელის ქუჩა,

• წერეთლის ქუჩა,

• მაზნიაშვილის ქუჩა,

• კ. გამსახურდიას ქუჩა,

• პუშკინი ქუჩისა და დ. თავდადებულის ქუჩის კვეთა

• პუშკინი ქუჩისა და სულაბერიძის ქუჩის კვეთა

• სულაბერიძის ქუჩისა და შევჩენკოს ქუჩის კვეთა

• სოხუმის ქუჩისა და მარუხის ქუჩის კვეთა

• შაფათავას შესახვევი

• ლადო ასათიანის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა

• სულაბერიძის ქუჩისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთა

• სულაბერიძე ქუჩისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთა

• ჯავახიშვილის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა

• ვაჟა- ფშაველას ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა

• მელიქიშვილის ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა

• მელიქიშვილის ქუჩისა და ორბელიანის ქუჩის კვეთა

• თამარის დასახლება,

• ტბეთის ქუჩა,

• გრიშაშვილის ქუჩა

• მაიაკოვსკის ქუჩა,

• ქიქავას ქუჩა,

• ჩხაიძის ქუჩა,

• გოგიტიძის ქუჩისა და პლეხანოვის ქუჩის კვეთა

• აფხაზეთის ქუჩა,

• ბაქოს ქუჩა,

• კაფე ბათუმის მიმდებარედ

• კაფე ტყუპების მოპირდაპირედ

• ნინოშვილის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის კვეთა

• სასტუმრო ინტურისტის მიმდებარედ

• დისკოკლუბი სოჰოს მიმდებარედ

• საზღვაო აკადემიის მიმდებარედ, რუსთაველის ქ.

• ანგისის ქუჩა,

• ინასარიძის ქუჩა,

• აეროპორტის გზატკეცილი,

• ადლიის ქუჩა,

• თამარ მეფის სანაპირო,

• თავისუფლების ქუჩა,

• რუსთაველის ქუჩა,

• თბილისის ქუჩა,

• მეგობრობის ქუჩა,

• ინასარიძის ქუჩისა და კობალაძის ქუჩის კვეთა

• ზოგიერთ ქუჩასა და გზატკეცილზე მოქმედებს 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნას, ​ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირებასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წყარო: ajaratv.ge