პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს



ქობულეთში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მკვლელობას წინ ინციდენტი არ უძღოდა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა. 
27 წლის მამაკაცმა პოლიციის თანამშრომელს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ის სოფელ ცეცხლაურის მკვიდრია. 
წყარო: rustavi2.ge