მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა



ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ავადმყოფობის მიუხედავად, მისი ცნობილი სიმღერები სულ რაღაც ორი კვირის წინ დიდ საკონცერტო დარბაზში ისმოდა.
მომღერალს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ სახელობითი ვარსკვლავიც გაუხსნეს.
სასცენო კარიერის გარდა გიო ხუციშვილი 4 დოკუმენტური ფილმის ავტორია. ის გადაღებულია 10-მდე ფილმში. მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
განათლებით კინოდოკუმენტალისტმა არაერთი პროფესია გამოიცვალა, თუმცა სიმღერა მისთვის ყოველთვის იყო მთავარი, რითაც ხალხის სიყვარული დაიმსახურა.
წყარო: rustavi2.ge