გუშინ ჩემი სამი წლის დიშვილი სახე დალურჯებული წამოვიყვანეთ ბაღიდან



ფეისბუკმომხმარებელი ნესტან ბლუაშვილი საბავშვო ბაღებში არსებულ სიტუაციაზე წერს:

„გუშინ ჩემი სამი წლის დიშვილი სახე დალურჯებული წამოვიყვანეთ ბაღიდან, თვალის ქვედა მხარე და ცხვირი აქვს დარტყმული.
გადარჩენილია, რომ თვალი ან საფეთქელი არ დაარტყა.
მასწავლებელმა გვითხრა, სკამს დაარტყა დილითო და არ დაურეკავს. ჩვენ საღამოს გამოვიყვანთ.
ბავშვმა თქვა, მაგიდიდან ვხტებოდითო. (ბავშვები მაგიდებზედახტიან და მასწავლებელი ალბათ ინტერნეტში იყო შემძვრალი)
* კამერები მხოლოდ დერეფნებშია. ოთახებში არაა.
* ყველა საჯარო ბაღში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს-ტუალეტში არ მიჰყავთ. ეუბნებიან რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ, მერე მშობლებს ურეკავენ, რომ ბავშვმა ჩაისვარა და წაიყვანონ. ვისაც პამპერსი უკეთია, იმათაც უშლიან ბაღში კუჭში გასვლას.
ეს ამბავი გუშინ გავიგე.
გაცოფებული ვარ. ეს ხალხი, ასეთი არაადამიანები რატომ მუშაობენ ბავშვებთან?!
ეს @ლე მთავრობა არაფრის მაქნისია, იქნებ, თავისუფალმა ჟურნალისტებმა აიღონ ეს თემა და აიძულონ პოლიტიკანა დირექტორები, ოთახებში დადგან კამერები.
და მერე ადვილად გაკონტროლდება სიტუაცია.
ქართველებივით ბავშვების მოძულე ხალხი სხვა არ მეგულება.“- წერს ფეისბუკმომხმარებელი.
„ნიუპოსტი“
წყარო: news.coa.ge