10 ივნისის აქციას სათავეში შალვა ნათელაშვილი ჩაუდგება


„ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით“

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ 10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვლის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.

„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკანდაუხეველი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით; პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის. ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა-კვალის აბნევის სტრატეგია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: guardian.ge