შსს-მ საქართველოს ეროვნული ერთობის წევრების მიმართ გამოძიება დაიწყო



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ  „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრების მიმართ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსნებთ, რომ ფეისბუქზე გავრცელდა ე.წ. „საქართველოს ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის" წევრების ვიდეომიმართვა, რომლითაც ცეცხლსასროლი იარაღის ფონზე ორი მამაკაცი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მოვლენას ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ ნიგერიელ სტუდენტებს ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორ მოძრაობის წევრები ვიდეოში ამბობენ "ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მოიქცნენ ადეკვატურად და ისინი და მათი შავპერანგიანები ამის გამო ბოდიშს არ მოიხდიან."
მამაკაცების ქსენოფობიურ და ფაშისტურ მიმართვას სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. 
წყარო: liberali.ge