ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ! - "ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.." (ლექსი)



ოსებმა არჩილ ტატუნაშვილს რუკაზე ცხინვალი აჩვენეს, თქვი, რომ ეს ოსეთიაო, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ მიუტანეს საქართველოს დროშა, ფეხით შედექი და გადარჩებიო, რაზეც ასევე უარი თქვა.
დიდება საქართველოს

ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას !
მესხ ქალმა გშობა, გაგზარდა, 
ბაღდოშვილია გვარადა 
შენი გმირობის ამბავი –
მთელ მსოფლიოში გავარდა !
მაღლა, ღმერთებთან ამაღლდი !
შენ არჩილ ტატუნაშვილო !
ძირს დაუხრელი დროშა ხარ,
ამაყად ცაში გაშლილო :
სტუმრად მისული, ოსებმა...
შეგიპყრეს, ცილი დაგწამეს,
ვით მაცხოვარი ჯვარცმული,
ძელს გაკრეს, ისე გაწამეს !
ხან ფეხი გირტყეს...მათრახიც,
ცოფმორეულმა მოგვებმა !
თუმცა ვერ დაგაცდენინეს,
კვნესა, ოხვრა თუ გოდება :
დღეს შენი სული ნათელი !
ცაში ავიდა გაბრწყინდა !!!
შენს სახელს მუდამ მოუხმობს
ზარზმის ზარი და მთაწმინდა !




"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა...
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს...
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს...
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს...
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები
"ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა...