რა ხდება საქართველოში ? - 13 წლის მოზარდი, რომელზეც ლიფტში იძალადეს



თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი კვლავ საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მოზარდს აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ბავშვს თავდასხმის შედეგად დაქვეითებული აქვს მხედველობა. ასევე დაზარალებულს კისერზე ნაჭდევები და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.
უახლოეს პერიოდში ბავშვთან მუშაობას დაიწყებენ ფსიქოლოგები.
„იყო თავის ტვინის შერყევა. ტრავმული დაზიანებები იყო, ექსკორიაციები სხეულზე, კისრის არეში. ორივე თვალბუდის არეში არის შეშუპება. ფსკერებზე სისხლჩაქცევები. ინახა ოფთალმოლოგის მიერ. არის ბადურაზე ცვლილებები. ნევროლოგიური სტატუსით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება ოფთალმოლოგიური  პათოლოგია. რაიმე ქირურგიულ ჩარევას თვალთან დაკავშირებით არ საჭიროებს,“-აცხადებს ექიმი -ნევროლოგი თათა სამხარაძე.
13 წლის ბიჭს ლიფტში 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა თავს და მოზარდისთვის თვალების ამოთხრას შეეცადა. თავდამსხმელი, რომლის მოტივები უცნობია, უკვე დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. 
წყარო: rustavi2.ge