ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერევანი-ჩვენი ისტორიული მიწა



“ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა იყოს ჩვენი შემდგომი მოღვაწეობის მიმართულება. ჩვენი ისტორიული მიწები არის ერევნის სახანო, ზანგეზური”-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, პარტია “ენი აზერბაიჯანის” მე-6 ყრილობაზე . ინფორმაციას აზერბაიჯანული პრესა ავრცელებს.

ალიევის თქმით, ამის შესახებ უნდა იცოდეს აზერბაიჯანულმა ახალგზარდობამ და მთელმა მსოფლიომ.

” მე მახარებს, რომ ჩვენი ისტორიული მიწების ისტორიაზე სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იწერება, იღებენ ფილმებს, ეწყობა გამოფენები. შემდგომში ჩვენ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ ამ მიმართულებით და სამუშაოები გავშალოთ მსოფლიოს რეგიონებშიც. იმიტომ, რომ ერევანი- ეს ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელებმა ის უნდა დავიბრუნოთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია და მას ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ”-განაცხადა პრეზიდენტმა.
წყარო: infopostalioni.com