გურჯანიის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად თამაზ თამაზაშვილი დაინიშნა ?



გურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.
შოთა მოსულიშვილი ამ თანამდებობაზე 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
ცვლილებებია სხვა უწყებებშიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა გიორგი რუაძემ.
აღნიშნულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ჩარკვიანი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაზე მეტია შეუდგა.
წყარო: 1tv.ge