სინამდვილეში რა უყვეს და როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ?



უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს:
“რესტორანში საქმიანი შეხვედრა გვქონდა, ჩაის ვსვამდით და იმ ფილმთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, რომელზეც ვმუშაობთ. ამ დროს შემოვარდა ჯგუფი, ხელები გადამიგრიხა, ავტომატი მომიშვირეს და ჩამსვეს მინიბუსში. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დავყავდი. ჩამსვეს ვერტმფრენში, ძალიან უხეშად მექცეოდნენ. ამიხვიეს თვალები და პირი. ეს ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა, როგორც მივხვდი კიევის გარშემო, შემდეგ ის დაჯდა ბორისპოლის აეროპორტში. შემდეგ კი თვითმფრინავში შემაგდეს. ეს იყო კერძო თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად იმისთვის დაიქირავეს, რომ მე გადავეყვანე. პოლონელმა მესაზღვრეებმა კარგად მიმიღეს. ისინი იყვნენ ძალიან თავაზიანები. მკითხეს, გამოყენებული იყო თუ არა ძალა ჩემს მიმართ. მოვიდნენ ჩემი მეგობარი პოლონეთის სეიმის დეპუტატები. ტელეფონით ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს. ამჟამად ვიმყოფები ვარშავაში. აი, ეს არის მთელი ისტორია“. – განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: marshalpress.ge