რატომ ჩამოინგრა მეტროში ჭერი ? რამდენი დაშავდა ? გამოძიება დაიწყო შსსმ



ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ვითარება საკმაოდ რთულია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პანიკა მეტროსადგურში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო, როდესაც ახლად გარემონტებულ სადგურს ჭერი მოწყდა და მგზავრებს დაეცა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ჭერის ჩამონგრევის დროს მგზავრთა ნაწილი მატარებლის ვაგონებში იმყოფებოდა, ნაწილი კი მოსაცდელ დარბაზში. მათივე თქმით, შემთხვევის დროს გაითიშა ელექტროენერგიაც და მოხდა დაკვამლიანება.

დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულს კი, დაზიანებული აქვს ხერხემალი.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ერთ-ერთ დაშავებულ ახალგაზრდა ქალს დაზიანება სახეზეც აქვს მიღებული, მას დაზიანებული აქვს თვალი, ასევე მოტეხილი აქვს ქვედა კიდური.

სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებული 11 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე პაციენტი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

„ოთხი პაციენტია შემთხვევის ადგილიდან მოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის, წელის და ქვედა კიდურის ტრამვები. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, უტარდებათ სათანადო გამოკვლევა. ამ ეტაპზე არცერთ პაციენტთან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - აცხადებს კონსტანტინე მუმლაძემ.

ვარკეთილის მეტროში ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 11 ადამიანი.

ინგოროყვას კლინიკაში მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების სანახავად ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. მისი ინფორმაციით, 4 დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან, აღენიშნებათ საშუალო ხარისხის დაზიანებები, თუმცა მათი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ამ ეტაპზე აუცილებელია. მათ ამ დროისთვის დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ.

"დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია, ფიქსირებულია. ისინი დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდი, თუმცა, საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრება. ამ ოთხის გარდა, არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკული," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა.

მეტროსადგური ვარკეთილი დაიკეტა. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის განცხადებით, მატარებლების მოძრაობა სამგორი ახმეტელის მიმართულებით განხორციელდება.

„ახლა კრიმინალური სამსახური ასრულებს თავის სამუშაოს, როდესაც გვექნება საშუალება დავიწყებთ ვესტიბიულის გასუფთავებას,“ - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია შპს „ყვარელმშენმა“ მეტრო ვარკეთილის გარდა, მეტრო ახმეტელის სარემონტო სამუშაოებიც განახორციელა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჩატარდება საექსპერტო სამუშაოები და შემოწმდება არსებული ვითარება.

თუმცა, მამუკა კობახიძის თქმით, მეტრო ახმეტელსა და მეტრო ვარკეთილში განსხვავებული სამუშაოები იქნა ჩატარებული, ამიტომ იგივე საფრთხე ამ დროისთვის ახმეტელის მეტროში არ არსებობს.

„ექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდა ეს ფაქტი, ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოხდება დადგენა, რამ გამოიწვია. ეს იყო ამ კომპანიის ბრალი თუ არა,“ - აცხადებს კობახიძე.

ოპოზიცია ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას აკისრებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების პირობებში, არ გამოიკვეთება მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა.

მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა და ასევე ის ადამიანები, რომლებმაც შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შეასრულა. ნადირაძე ამბობს, რომ მათ უნდა აგონ მომხდარის გამო პასუხი.

"ენმ"-ის წევრები ამბობენ, რომ პირველ რიგში უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი.

"2016 წლის 30 ნოემბერს გააფორმეს ეს ხელშეკრულება შპს „ყვარელმშენთან“. 347 ათას 848 ლარზე. 300 ათასზე მეტი დაჯდა ეს კონტრაქტი. 25 სექტემბერს გასული წლის, წინასაარჩევნოდ, დიდი ზარზეიმით გახსნა დავით ნარმანიამ და "ქართულმა ოცნებამ", თუმცა ფაქტია, რომ 10 წლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა და 3 თვეც ვერ გაძლო ამათ პირობებში. ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" არის სიცოცხლისთვის საშიში და მავნებელი. „ქართული ოცნება“ კლავს,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვარკეთილში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრი. დავით ჟღენტის განცხადებით, პარტია გეგმავს თბილისის საკრებულოსი მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი დაიბაროს, რათა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

„აქ არის ალბათობა იმისა და არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ აქ იყო კორუფციული გარიგებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს გამოძიება,“ - აცხადებს დავით ჟღენტი.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კახა კალაძის ინფორმაციით, დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დედაქალაქის მერია დაფარავს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან.

ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები

„14-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. საბედნიეროდ, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, კრიტიკული არ არის, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - ეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერის შედეგად დაშავებული მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერის შედეგად სულ 14 მგზავრია დაშავებული. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზირებულია და ისინი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან. მათ ნაწილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ნაწილს კი ამ წუთებში უტარდება.

დაშავებულები 4 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ინგოროყვას კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს რამდენიმე დაშავებული.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დაშავებული 14 ადამიანიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს.

„მათ სხვადასხვა ტიპის ჩარევები დასჭირდათ, ასეთი ტრავმების შემდეგ რამდენიმე საათი მინიმუმ სტაციონარში უნდა იყვნენ. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს ასეთ გადაუდებელ მდგომარეობებს,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ხუჭუა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ პაციენტს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მას ოპერაცია ესაჭიროება.

„კვლევები დასრულდება, დაახლოებით ერთ საათში. შემდგომში გადავწყვეტ პაციენტები რამდენად საჭიროებენ სტაციონარიზაციას და ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენ ხანში დატოვებენ თუ დარჩებიან კლინიკაში,“ - განაცხადა თეონა ხუჭუამ.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგი, კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, რომ კლინიკაში შესულებს თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ.
წყარო: რუსთავი 2