მიხეილ სააკაშვილი: ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!
P.S 2007 წელს კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი..
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ამავე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. მიყენებული ჭრილობით ერთ-ერთი მოზარდი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალე. მეორე მოსწავლეს კი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: ipress.ge