ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თითქოს მცირე დეტალია, მაგრამ კითხვა ნამდვილად მიჩნდება, მზია ბაბოს პენსიაზე ვზივარო, იმ დამთხვეულმა და იმავე წამს მსუბუქი კითხვა გაჩნდა - ეგეთი რა კუვეიტის პრინცესა გყავდა ის ცხონებული, 6-ათასდოლარიანი პენტჰაუზი რომ გიქირავაო? თუმცა, არავის გასჩენია კითხვა, 500 დიდი ზომის კარავს თავისი გათბობით და შიგ შემძვრალი ბომჟებითა თუ დონბასელი „გმირი მებრძოლებით" გაძეძგილს უკვე მერამდენე თვეა ვინ კვებავს და ვინ ამარაგებს? საიდან მოდის ის მილიონები... დასავლეთიო! პასუხს ვერავინ დაასწრებს მონოფიზიტ მიშისტს! კერძოდო? კითხვა რომ დაუსვა, წესით უნდა გიპასუხოს - აბა, მე რა ვიციო, მაგრამ მიშისტი რა მიშისტია, რამე არ იცოდეს და იტყვის „აშუშუო"... იმდენ ტვინსაც ვერ დაატანს, ამით „აშუშუ" ლამის ტერორისტულ-რევოლუციურ ორგანოდ რომ გამოჰყავს და არა დემოკრატიული ღირებულებების ქვეყნად.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველამ, ყველამ ვიცით - მიშისტმაც, გრიშისტმაც და უბრალო მოკვდავებმაც, რომ ფულიც რუსეთიდანაა და თავად მიშაა უკვე პირდაპირ კრემლზე მიბმული (თუ ისედაც ყოველთვის არ იყო).
„არა, მიშა კი არ მევასება, უბრალოდ მის პროდასავლურ კურსს ვუჭერ მხარს..." - აი, ამ გულისამრევი კატეგორიის აზრი მაინტერესებს - იტყვიან, ვცდებოდითო თუ რაღაცის პოზაში ამჯობინებენ დარჩენას?" - წერს თოფურია.
წყარო: qartuliazri.ge