მივმართავ საქართველოს ყველა მტერს: გეშინოდეთ კოსმოსის ანგელოზებისა!



ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ახალი წინასწარმეტყველება დაიბეჭდა. 
გაგაცნობთ ამონარიდს ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველებებიდან:
"მომავალში, ვხედავ, საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება. ვხედავ ახოვან, ბრგე, უშიშარ, მამაც და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ბიჭებს. მათ კოსმოსი იცავს, ისინი კი ქართულ მიწას იცავენ. და იცით, კოსმოსში რა სახელთ მოიხსენიებიან ისინი? — კოსმოსის ანგელოზები! მომავალში ისინი თავს წარმოაჩენენ და მსოფლიო აღიარებს ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც ზუსტად მიესადაგებათ ეს წინასწარმეტყველება. ვხედავ, კოსმოსის ანგელოზები შიშველი ხელებითაც კი მოერევიან რუსის ჯარს! ეს უკვე გამოჩნდა აგვისტოს ომში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს ბიჭებს არ წაუგიათ. მათ მსოფლიოს დაანახეს ქართველი მეომრების სახე, სიმამაცე და შეუპოვრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა.
და მივმართავ საქართველოს ყველა მტერს: გეშინოდეთ კოსმოსის ანგელოზებისა!
გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!“ - ნათქვამია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში. 
წყარო: npa.ge