"თუ კი სადმე ნახავთ საქართველოს რუკას ამ ფორმით, გამოთქვათ პროტესტი ან კიდევ გამოგვიგზავნეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ უფრო ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ"



"მეგობრებო, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ფოტო უკვე იდება სხვადასხვა გვერდებზე ინტერნეტში, ასევე ეს ფოტო ნაჩვენები იყო ერთ-ერთ ამერიკულ გვერდზე ვიდეოში. როგორც ხედავთ, როგორც სამაჩაბლო და აფხაზეთია აღნიშნული ცალკე ნაწილებად, ისევეა აჭარაც. ერთ-ერთ რუკაზე კი აჭარა საერთოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყო ნაჩვენები. მოგიწოდებთ და ასევე დიდი თხოვნა იქნება, რომ თუ კი სადმე ნახავთ საქართველოს რუკას ამ ფორმით, გამოთქვათ პროტესტი ან კიდევ გამოგვიგზავნეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ უფრო ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ და ამ თემის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს, რათა შემდეგ აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტი. იცოდეთ რომ რამდენჯერაც დავხუჭავთ თვალს და ხმას არ ამოვიღებთ ამაზე, უფრო ხშირად შეგვხვდება მსგავსი ფოტო და ბოლოს შეიძლება სხვაგვარადაც დამთავრდეს ყველაფერი... 
თხოვნაა გააზიაროთ ფოტო, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენს შესახებ. 
"