რა ხდება ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდში“, სადაც ,,მის საქართველოს'' გოგონები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია. ამ დროისთვის, სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
შენობასთან მეხანძრეები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
სასტუმროში ,,მის საქართველოს" მონაწილე გოგონები იმყოფებოდნენ. მათი ხელმძღვანელის ია კიწმარიშვილის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან.
,,ხანძარი ლიკვიდირებულია, ძალიან ორგანიზებულად ხდება ყველაფერი. გოგონები კარგად არიან, სიმშვიდეა, პანიკის მიზეზი არ არსებობს'', - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.
წყარო: primenewsgeorgia.ge