ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს, თუ რატომ გველოდება მომავალ კვირაში - 6-12 ნოემბერს რთული პერიოდი და როგორ უნდა დავძლიოთ ის
არცთუ კარგი პერიოდი გველოდება, რადგან შესაძლებელია პრობლემები არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობებშიც.
რას იგრძნობენ ადამიანები?
ამ პერიოდში ადამიანების სასიცოცხლო პოტენციალი ქვეითდება, ეს კი, შესაძლოა, ინფექციური დაავადებებისა და გაციების, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს, რაც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგი იქნება.
ამასთან, ზოგს შეიძლება ზედმეტი ჭამის მოთხოვნილება გაუჩნდეს, გაზარმაცდეს, რამაც, შესაძლოა, ზედმეტი წონისა და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
დაქვეითდება შრომისუნარიანობა. ბევრი იგრძნობს დაღლილობას, გახდება პასიური. შემცირდება ინტერესი საზოგადოებრივი ცხოვრების, სოციალური კავშირების მიმართ. შესაძლებელია შეცდომები და უსიამოვნებები საქმეებში, კონფლიქტები სასიყვარულო ურთიერთობებში.
რას უნდა ვერიდოთ?
საერთაშორისო არენაზეც მოსალოდნელია სოციალური და რეგიონთაშორისი კონფლიქტების გამწვავება. გართულდება შეთანხმებების მიღწევა. ასევე შესაძლებელია უყურადღებობით, შეცდომებითა და დაზიანებებით გამოწვეული ტექნოგენური ავარიები.
ამ პერიოდში მოსალოდნელია ყოფითი ტრავმატიზმის ზრდა. ეკოლოგიური კატასტროფები ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და აქციების საბირჟო კურსებზე.
როგორ ვიმოქმედოთ?
მნიშვნელოვან საქმეებს, სჯობს, დაახლოებით 16 ნოემბრის შემდეგ შევუდგეთ, როდესაც დედამიწის ბიოსფეროს გაუმჯობესებასთან ერთად, ადამიანებში სასიცოცხლო ტონუსის აღმასვლა დაიწყება.
შეეცადეთ, ეს კვირა მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ. ყველანაირად მოერიდეთ კონფლიქტებს, არ გადაწყვიტოთ არაფერი მნიშვნელოვანი და რთული. და, რა თქმა უნდა, არანაირ სარისკო საქმეზე არ იფიქროთ!
შეეცადეთ, ეს ძალზე რთული პერიოდი მშვიდად გაიაროთ, არ გადაიტვირთოთ.
წყარო: presking.com