სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 10 მდე კი დაშავდა



ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. 10-მდე კი დაშავებულია. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. 
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები.
სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც გრძელდება. 
წყარო: rustavi2.ge