მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე - ქონების დარიგება ქართველი ხალხისთვის აუცილებლად მოუწევს



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველ ინგა ბერიკაშვილის პოსტს სოციალური ქსელის პირად გვერდზე პასუხობს და ამბობს, რომ მოვა დრო, დორესაც ის უკან საქართველოში დაბრუნდება და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონების დარიგება ქართველი ხალხისთვის მოუწევს.”საქართველოში, ხალხის 80% ფიქრობს როგორც ეს ტაქსის მძღოლი და მოუხდება ივანიშვილს მართლა თავისი ქონების მათთვის დარიგება, კომპენსაციის სახით, და ამ თანხაში შევა ეს 10 ლარიც”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.უფლებადამცველმა ინგა ბერიკაშვილმა სამი დღის წინ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ ტაქსის მძღოლი შეხვდა მიხეილ სააკაშვილის მომხრე, რომელიც იმედს გამოთქვამდა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდებოდა და არსებულ ხელისუფლებას მოაშორებდა.”ტაქსის მძღოლი შემხვდა ისეთი, რომ ჯვარი აქაურობას. სააკაშვილის მოსვლას ველოდები სულ რომ დაწყვოტოს ესენიო. მიმიყვანა ადგილზე, გადმოვედი და მშვიდად ვუთხარი, 10 ლარს სააკაშვილი გადაგიხდის, ჩამოვა თუ არა, უთხარი, ინგას ვალიათქო!

კარი ისე მივუჯახუნე, კაი ხანი გაშეშებული მიყურებდა! ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ამ გარეწარს ჩემს ნაშრომ ფულს ვერ მივცემდი, თან ჩვენი გაწყვეტის სურვილი რომ ააქვს!

ზომბი! იდიოტების მაგნიტი ვარ, რა”, – წერდა ინგა ბერიკაშვილი ფეისბუქ გვერდზე.
წყარო: worldnews.ge