სკანდალი! - "დიდი კავკასიის დიდი რეგიონი სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა,

რუსული მედიის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი „დიდი კავკასიის“ რეგიონში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

„საუბარია იმაზე, რომ კავკასიის დიდმა რეგიონმა კვლავ შეძლოს ძველი ურთიერთობების აღდგენა. ამიტომ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი და ცალკეული უმსხვილესი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი - ყველანი შედიან შემოქმედებითი პროექტების არეალში“, - განაცხადა გერგიევმა ვლადიკავკაზში, მე-5 საერთაშორისო კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, „დიდი კავკასიის“ რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ნებისმიერ ქალაქში - ვლადიკავკაზში, ბათუმში, ბაქოსა თუ ერევანში - ერთ სცენაზე ერთად გამოვიდნენ.

„აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ შეძლებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას, რადგან, სრულიად აპოლიტიკურები ვართ“, - განმარტა გერგიევმა.

მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვალერი გერგიევი 2008 წლის 22 აგვისტოს იმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ოკუპირებულ ცხინვაშლი ჩავიდა და კონცერტი გამართა.

წყარო: pirveliradio.ge