სკანდალი! “ბათუმი ჩვენს ინტერესებშია”-ერდოღანი


რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, რომ“თურქეთის ინტერესებში შედის შემდეგი ქალაქ-რეგიონები: კვიპროსი, ხალეპი, მუსული, არბილი თესალონიკი, კირძალი, ვარნ, ეგეოსის კუნძულები და ბათუმი. თურქეთი მარტო ეს თურქეთი არ არის”- დასძინა ერდოღანმა. 

თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები . ჩვენს ინტერესებში შედის ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, ყარაბაღი და სხვა საძმო რეგიონები. როდესაც თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს, ჩვენც მაშინ დავკარგავთ ინტერესს ამ ტერიტორიების მიმართ. უამრავი ისტორიკოსი განიხილავს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ხალეპი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთი თრაკი და ეგეოსის კუნძულები”-აღნიშნა ერდოღანმა.აღნიშნულის შესახებ, თბილისში, თურქეთის საელჩოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

წყარო: worldnews.ge