ნიკა გვარამია "ლეიბორისტულ პარტიას," "გაერთიანებულ დემოკრატებსა" და "პატრიოტთა ალიანსს" მიმართავს


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ გადაცემა "არჩევანის" სტუდიის დატოვების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გვარამია აღნიშნავს, რომ "ლეიბორისტულმა პარტიამ," "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა" უპატივცემულობა გამოხატეს და არხმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, გადაცემა "არჩევანი" ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს "ლეიბორისტულმა პარტიამ," "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა." აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ. 
"აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება."
შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში, რომელიც ფორმატის თანახმად 4 ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას ითვალისწინებს, "ლეიბორისტულმა პარტიამ," "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა" დარბაზი დატოვეს.
„პატრიოტთა ალიანსის“,  „დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად „არჩევანის" სტუდია დატოვეს.
 „ჩვენ ვტოვებთ ამ შოუს“-განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემაში საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
„თქვენ არ დაელოდეთ ჟურნალისტებს. მათ თქვენთანაც ექნებოდათ კითხვები“,-ასე უპასუხა გადაცემის წამყვანმა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდია დატოვეს.  
წყარო: rustavi2.ge   rustavi.ge