ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი? მეგობრის სკანდალური განცხადება


მანანა შარაშიძის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ვერ იღებდა შესაბამის დახმარებას, ის კი სპეციალურ სოციალურ სერვისებს საჭიროებდა.   ამ   ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს .
ლიკა ქავჟარაძე მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ – თქვა მსახიობის მეგობარმა.

ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დღეს აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს .შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მსახიობის მეგობრების ნაწილი სუიციდის ვერსიას არ გამორიცხავს. მათი ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც არაერთხელ უცდია თავის მოკვლა.   

ქართველი მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა. ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. 


წყარო: presa.ge     news.ge