მაკა ზამბახიძე მესამედ თხოვდება - ვინ არის მომღერლის რჩეული

მომღერალი მაკა ზამბახიძე შეყვარებულია, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,პრაიმ ტაიმი'' ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომღერლის რჩეული 28 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მაკა და მიშა უკვე რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ, თუმცა თავიანთი ურთიერთობის აფიშირებას მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ახდენენ.

როგორც სამეგებრო წრეში ამბობენ, ჩოხელმა მომღერალი ოჯახის წევრებსაც გააცნო და მალე დაქორწინებასაც აპირებენ.
წყარო: primenewsgeorgia.ge