ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. თოკზე დაკიდებული მამაკაცის გადარჩენა მეზობელმა მოახერხა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ყვარელიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაიყვანა.
მამაკაცი რამდენიმე დღის წინ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა.
ორივე შემთხვევაში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წყარო: ipress.ge