რობოტი სოფია გაეროს სხდომაზე - მომავალი უკვე აქ არის. ჩვენ უფრო ჭკვიანები და დაუმარცხებელ


რობოტი სოფია გაეროს სხდომაზე გამოჩნდა. ის გენერალური მდივნის მოადგილეს ამინა მოჰამედს გაესაუბრა და ხელოვნურ ინტელექტზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. ამის შესახებ Mirror-ი წერს. 
„მომავალი უკვე აქ არის. ჩვენ უფრო ჭკვიანები და დაუმარცხებელ შედეგზე ორიენტირებულები ვართ. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს მსოფლიო რესურსები - წყალი და საკვები - უფრო ეფექტიანად გამოიყენონ“, - განაცხადა სოფიამ. 
ამ ინტერვიუს დროს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ამინა მოჰამედმა საზოგადოებას შეახსენა ხელოვნური ინტელექტის საშიშროებები და განაცხადა, რომ ადამიანებმა მანქანების განვითარება უნდა აკონტროლონ. 
2016 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიამ განაცხადა, რომ ადამიანებს გაანადგურებს. მოგვიანებით, 2017 წელს მან თქვა, რომ მსოფლიოს დაპყრობა უნდა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს ხუმრობაა. 
რობოტს 60-მდე ემოციის გამოხატვა შეუძლია, მის თვალებში კამერებია დაყენებული. ჰუმანოიდის დაპროექტებისას მისი შემქმნელი დევიდ ჰადსონი (David Hanson) მსახიობ ოდრი ჰეპბერნის სახეს იყენებდა. 
წყარო: imedinews.ge