სიახლე ფეისბუქზე - ახალი ფუნქციის გამოცდა დაიწყო


Facebook-მა სახის ამოცნობის პროგრამის გამოცდა დაიწყო. თუ ეს ფუნქცია საიმედო აღმოჩნდება და ჰაკერული შეტევების მიმართ მდგრადობასაც გამოიჩენს, მასზე დაშვება მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ექნება. ინფორმაციასTechcrunch-ი ავრცელებს.
ეს პროგრამა მომხმარებელს საკუთარ ანგარიშთან წვდომის საშუალებას მისი დაკარგვის შემთხვევაშიც მისცემს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ოპცია იმ მოწყობილობებზე გახდება შესაძლებელი, საიდანაც მომხმარებელი ოდესმე შესულა თავის ანგარიშში.
წყარო: imedinews.ge