ფოთში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ჩვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია imedinews-ს საავადმყოფოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა.
"ბავშვი სასწრაფო დახმარებამ გადმოიყვანა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და გარდაიცვალა"-აღნიშნა ნიორაძემ.
წყარო: imedinews.ge
