7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს


25 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. 7 წლის გოგონას ოჯახის ინფორმაციით ბავშვი კერძო მასწავლებელთან დადიოდა და მასზე სექსუალურად რეპეტიტორის ქმარმა იძალადა. პირველკლასელი გოგონას ოჯახი ამბობს, რომ პედაგოგის მეუღლე 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ადრეც ჩადიოდა და ამის შესახებ ბავშვმა დედას თავად უამბო.
დაკავებულის მეუღლე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თუმცა ადასტურებს, რომ მისი მეუღლე გაკვეთილის დასრულების შემდეგ 4 წლის შვილთან და 7 წლის მოსწავლესთან ერთად თამაშობდა.
რა მოხდა ოთახში, სადაც მოსწავლე და მასწავლებლის ქმარი იმყოფებოდნენ იცის მხოლოდ ბრალდებულის 4 წლის შვილმა. ბავშვი პოლიციამ უკვე დაკითხა. თუმცა დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით მისი შვილი სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. 
წყარო: rustavi2.ge