ძიძა ბავშვს სასტიკად გაუსწორდა (6 ფოტო)


ძიძა, რომელმაც პატარა ბავშვი ცემა, პასუხისგებაში არ მიეცემა, რადგან პატარას საუბარი ჯერ არ შეუძლია. ჯოშუა მერბურის 1 წლის შვილი ჯეიკობი, რომლის სახეც დალურჯებული და დაკაწრულია, ვერ დაადებს დამნაშავეს ხელს და მოძალადე ძიძა დაუსჯელი დარჩება. 

მერბური განრისხებული იყო, როდესაც საქმის წარმოება შეწყდა. ”ძალიან გაბრაზებული ვარ, აღმაშფოთებელია, რომ პატარა უმანკო ბავშვის ასეთ დღეში ჩამგდები დაუსჯელი რჩება”, - აცხადებს ბავშვის დედა ალისია კუინი. 


”ორთვიანი ლოდინის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ბრალდება მოხსნილია, რადგან ჩვენ ერთი წლის შვილს არ შეუძლია ვერბალურად დაასახელოს, თუ ვინ ცემა, რომ მოძალადემ 
გამიზნულად ჩაიდინა დანაშაული და რომ მას ტკივილი მიადგა”, - წერს გაბრაზებული მერბური საკუთრი "ფეისბუქის" გვერდზე. 



2012 წელს მიღებული რეგულაციების შედეგად, დაზარალებულმა უნდა შეძლოს მიყენებული ტკივილის აღწერა. 


ბავშვის მამის თქმით, ჯეიკობი რამდენჯერმე იყო დალურჯებული, მაგრამ ძიძამ თქვა, რომ ბავშვი დაეცა, ხან კი, რომ შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. ბავშვი კვლავ ტრამვირებულია. ცემის შემდეგ ის დედის გარეშე ვეღარ ჩერდება და ყოველ ჯერზე, როდესაც დედა ტოვებს, ტირილს იწყებს.
წყარო: paparaci.ge