სასწრაფოდ! NASA სუპერვულკანების საფრთხეზე ალაპარაკდა

NASA-ს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუპერვულკანები უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ კაცობრიობისთვის, ვიდრე ასტეროიდები ან მესამე მსოფლიო ომი. ამის შესახებ Independent-ი წერს.
სპეციალისტების თქმით, პლანეტაზე დაახლოებით 20-მდე სუპერვულკანი არსებობს, რომელთა ამოფრქვევას კატასტროფული შედეგები შესაძლოა მოჰყვეს.
მეცნიერები განაკუთრებით დიდ საფრთხეს ხედავენ იელოუსტოუნის ვულკანში, რომელიც ვაიომინგის შტატში მდებარეობს.
ეს ვულკანი ბოლოს 640 000 წლის წინ ამოიფრქვა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ იელოუსტოუნის ამოფრქვევის შედეგად ვაიომინგი და მეზობელი შტატები ვულკანური ფერფლით დაიფარება, რომელიც შესაძლოა ათწლეულები გაგრძელდეს და მილიონობით ადამიანი შეიწიროს.

თუმცა NASA-ს სპეციალისტები იქვე განმარტავენ, იელოუსტოუნის ვულკანის ამოფრქვევა უახლოეს პერიოდში არ მოხდება.
წყარო: unilad.adjaranew.com