რუსეთში 2018 წლიდან შესაძლოა Facebook-ი დაბლოკოს. Facebook- ი რამდენიმე წელია უარს ამბობს შრუსეთის “პერსონალური მონაცემების შესახებ” კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, რისი შესრულების შემთხვევაშიც მთავრობა მილიონობით რუსი Facebook მომხმარებლის მონაცემებზე შეუზღუდავ წვდომას მოიპოვებს.
რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ონლაინ კომპანიებს, დაუდგინდათ ვალდებულება, რომ სერვერები განთავსებული ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულ სერვერებზე რუსეთის მთავრობას შეუზღუდავი დაშვება აქვს.
Facebook – ი სერვერების რუსეთში გადატანაზე უარს ამბობს, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთის მთავრობას მის მომხმარებელთა პირად მონაცემებზე გაუჩნდება წვდომა.
Roskomnadzor-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა ინტერფაქსთან განაცხადა, რომ თუ Facebook 2018 წელს საკუთარ სერვერებს რუსეთში არ გადაიტანს ის დაიბლოკება.
რუსეთში ინტრენეტ თავისუფლება თითქმის არ არსებობს. ФСБ კი ქვეყანაში ინტერნეტტრაფიკს აკონტროლებს.
წყარო: cyc.ge
