უცნაური კადრები: ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალმა „ირმამ“ ოკეანე გააქრო (ვიდეო)


ეს გასაოცარი კადრები ბაჰამის კუნძულებზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ოკეანის ფსკერი, რომლიდანაც წყალი სრულად არის გამქრალი.

ვიდეო Twitter-ის მომხმარებელმა @Kaydi_K-მ გაავრცელა. „თვალებს არ ვუჯერებ... ეს არის კუნძული ლონგ-აილენდი, ბაჰამა, და აქ ოკეანე აღარ არის“, - დაწერა პოსტის ავტორმა. 

მეტეორეოლოგები განმარტავენ, რომ ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ქარიშხალი „ირმას“ გავლენაა, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შეიწოვა.

წყარო: agora.ge