(ვიდეო) ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის ციტატები წიგნებიდან - მეუფე არ აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას თუ ხელისუფლება გაითვალისწინებდა მის თხოვნას


"ასევე გაიხსენეთ ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის ციტატები წიგნებიდან: „ფეხითმოსიარულე“ და „ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი“ :
ციტატა # 1 :
„ - 21 თვეში ყველა ქართველი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, იწყება, იწყება!!!“ (ეს თქვა 2009 წლის 15 აგვისტოს)
21 თვის გასვლის შემდეგ, ანუ 2011 წლის 15 მაისს ემთხვევა შემდეგი ფაქტი: ჩვენი „მეუფის პარტიის“ - „ძლევაი საკვირველის“ მეთაური, უკანონო პატიმარი http://www.ukanonopatimari.ucoz.com - დავით ამაშუკელი, გლდანის მე-8-ე უმკაცრესი რეჟიმიდან, გადაიყვანეს ორთაჭალის მსუბუქი რეჟიმის, გამსვლელ ციხეზე... ასე აღსრულდა ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის #1 წინასწარმეტყველება: - „იწყება, იწყება!!!“ მართლაც, გლდანში სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ჩვენი მეთაურის, ამ დღიდან დაიწყო „ძლევაი საკვირველის“ აღმავლობა, ვიდრე „საქართველოს გაბრწყინებამდე“!!!
ციტატა # 2 :
„ - ჰოდა, დაიმახსოვრეთ, რასაც გეტყვით: ელია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, იმ დროს უნდა გავიდე მე მოწამეობრივი აღსასრულით...“ (მამაო მოწამლეს და მოწამეობრივად აღესრულა 2013 წ. აპრილში)
GHN - მა ასე დაასათაურა 2013 წლის 24 მაისის ინტერვიუ დავით ამაშუკელთან:
„წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი პარტიას ქმნის. კონკრეტულად ვინ ქმნის პარტიას და როდის "ჯი-ეიჩ-ენს" ,,მეუფის პარტიის" (იგივე „ძლევაი საკვირველი“) აღმასრულებელი დირექტორი დავით ამაშუკელი ესაუბრა:“ http://www.ghn.ge/com/news/view/89451
ასე ისახებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის - ანონიმი მეუფის პარტია „ძლევაი საკვირველი“. ამ, პირველი საჯარო განცხადებით, მეუფე არ აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას თუ ხელისუფლება გაითვალისწინებდა მის თხოვნას. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ამისა, მათ მამათმავლობა დააკანონეს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში!!! ამიტომ დააარსა მეუფემ „ძლევაი საკვირველი“ და ასე აღსრულდა ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის #2 წინასწარმეტყველებაც!
გარდა ამისა, მეუფე რომ გააგზავნიდა ხოლმე დავითს მამაოსთან ჭოგნარში, ისინი დიდხანს საუბრობდნენ მომავალი საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობაზეც...
ასე, რომ გამხნევდით ძმანო და დანო, მართლმადიდებელნო! ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის (ბასილაძის) წინასწარმეტყველებები აღსრულდა სინოდში სასწაულთმოქმედ, სალოს, ანონიმ მეუფეზე!!! elia.ucoz.com/index/0-32
P.S. ნებისმიერ მამულიშვილს კარგად ესმის, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ილია ჭავჭავაძეს კლავენ, ზვიად გამსახურდიას კლავენ და გურამ შარაძეს კლავენ .. , შესაბამისადაც უნდა მოიქცეს წმ. სიმართლის მთქმელი, რათა დააცალონ ბოლომდე თქვას, ღვთაებრივი სასწაულებითა და წმ. წინასწარმეტყველებებით დამოწმებული, სიმართლე და შეამზადოს ერი უფლის მეორედ მოსვლისათვის! ადგილობრივ და უცხოურ (რუსულ, აშშ-ს და სხვა) სპეცსამსახურებზე მომუშავე სულგაყიდული იუდები კი მაშინ გაიგებენ ანონიმი მეუფის ვინაობას, როდესაც იგი დაასრულებს ღვთისგან დაკისრებულ წმ. საწინასწარმეტყველო ვალდებულებას! მერე გინდაც მოკლან მეუფე, საქართველო მაინც გაბრწყინდება!!! ამინ +++" - ძლევაი საკვირველი.