მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში




სინოპტიკოსების ცნობით, 7 სექტემბრამდე სანაპირო რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-30 გრადუსი იქნება. 

სამეგრელოსა და იმერეთის რაიონებში 34-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში - 35 გრადუსამდე დაფიქსირდება. 

კახეთში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსამდე შენარჩუნდება. 

თბილისში კი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურის მაქსიმუმი 36-37 გრადუსი იქნება. 

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმაცაა მოსალოდნელი.
წყარო: dianews.ge