აფეთქება თბილისში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი


თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 
უწყების ცნობით, მშენებარე კორპუსში, სავარაუდოდ, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. 
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
წყარო: 1tv.ge