საშიში თამაშების მსხვერპლის რიცხვი საქართველოში იზრდება - არასრულწლოვნები ე.წ. მასტერების დავალებებს ასრულებენ


50-დღიანმა, სიცოცხლისთვის საშიშმა თამაშმა, ბოლო პერიოდში, საქართველოში კიდევ 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა. ფსიქოლოგების თქმით კი მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია.
ბავშვები დავალებებს ინტერნეტის ან სატელეფონო ზარი მეშვეობით, ე.წ. მასტერებისგან იღებენ. თამაშში ჩართულები, მას უკვე ვერ წყვეტენ, რადგან ე.წ. მასტერები მათ აშინებენ, ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ მათი მშობლები დაიხოცებიან.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბავშვების ასეთი „საშიში თამაშებისგან“ დაცვაზე არავინ ზრუნავს და აცხადებენ, რომ შესაბამისი პრევენციული მოქმედებები უნდა განხორციელდეს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პრობლემას მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ უშველის.
არასრულწლოვნების თვითმკვლელობის საქმეებს სამართალდამცველები იძიებენ. „პოსტსკრიპტუმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსია საშიში თამაშებია.
თამაშები, რომლების მსხვერპლი არასრულწლოვანები ხდებიან, მწვავე პრობლემაა რუსეთში, სადაც ბოლო მონაცემებით, თავი 130-ზე მეტმა ბავშვმა მოიკლა. ასევე, უკვე აფრთხილებენ არსებული თამაშების შესახებ დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში, სადაც რუსული სოციალური ქსელების გარკვეული რაოდენობა საერთოდ დაიბლოკა.
წყარო: rustavi2.ge