გამდნარი მიწისქვეშა რკინის მდინარე აღმოაჩენის, რომელიც ევროპისკენ მიემართება


ალასკისა და ციმბირის ქვეშ, ზედაპირიდან 3000 კმ სიღრმეზე, გამდნარი რკინის მდინარე აღმოაჩინეს,რომელიც ევროპისკენ მიემართება და მისი მოძრაობის სიჩქარე თანდათანობით მატულობს. ის ისეთივე ცხელია, როგორც მზის ზედაპირი. სიგანე დაახლოებით 420 კმ-ია.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი სიჩქარე თითქმის გასამმაგდა და ამჟამად, ნაკადი ევროპისკენ მიემართება.  თხევადი რკინის ეს ნაკადი წელიწადში დაახლოებით 50 კილომეტრით გადაადგილდება.   ეს ყველაზე სწრაფი მოძრაობაა მათ შორის, რაც კი დედამიწის ბირთვში ფიქსირდება.
ეს ნაკადი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) თანამგზავრთა ტრიო Swarm-ის მონაცემთა დამუშავებისას აღმოაჩინა.
მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს რომ ეს ნაკადი ბირთვის გარკვეული შემადგენელი ნაწილია და მისი დანიშნულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, დედამიწის ბირთვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი რკინაა. ბირთვში ტემპერატურა 5 400 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც თითქმის მზის ზედაპირის ტემპერატურის ტოლია – 5 505 °C.