ადამიანებმა რომ ხელში აიღონ სამართლიანობა, შევიდნენ და თვითონ აიღონ ეს ქონება და გადაანაწილონ სამართლინად ამას წინ ვერაფერი დაუდგება.


ის საშინელება რაც ქვეყანაში ხდება ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტის კისერზეა, - ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ირაკლი კაკაბაძის თქმით, ადამიანებმა ხელში უნდა აიღონ სამართლიანობა და ქონება სამართლიანად გადაანაწილონ.
"საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაში როგორც დღეს არის ასეული წელია არ ყოფილა. მართალია ჩვენი გაქსუებული ელიტა და მდიდართა 1 % სულ იმას გვეუბნება, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. თვითონ ზედმეტადაც კი კარგად არიან, მაგრამ ხალხის ძალიან დიდი ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს პირველ რიგში მათ ღირსებაზე დარტყმაა. ეს საშინელება ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტის კისერზეა. ეს ყოველდღე გვაკარგვინებს ადამიანებს ტრაგიკული სიკვდილით. ხანდახან მუშები კვდებიან, ზოგჯერ ბუნებრივი შემთხვევებია, რადგან ეკოლოგია არ არის დაცული. ადამიანებს ძარცვავს ფინანსურ და სამევახშეო ელიტა ყოველდღიურად და ამით მილიარდებს აკეთებენ. 
ადამიანებმა რომ ხელში აიღონ სამართლიანობა, შევიდნენ და თვითონ აიღონ ეს ქონება და გადაანაწილონ სამართლინად ამას წინ ვერაფერი დაუდგება.
ეს იმას ნიშნავს, რომ 1992 წლის 6 იანვარს რა მდგომარეობაც იყო, როდესაც მთელი ეს სტრატეგიული ქონება ქურდებსა და ბანდიტებზე იყო გასხვისებული. არ იყო მითვისებული ადამიანების ანაბრები და ყველას ჰქონდა საცხოვრებელი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. ახლა არც მის მომხრეობას ვაპირებ და არც მოწინააღმდეგეობას, მაგრამ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ყველას ჰქონდა საცხოვრებელი და არავინ იყო ასეთ მდგომარეობაში. დღეს მილიონამდე ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა. ადამიანები მთლიანად მძარცველ საბანკო სისტემაზე არიან დამოკიდებულები. 92 წლიდან ხდება ქართველების, ყველა ეთნიკური ჯგუფის ძარცვა. ხელისუფლება 92 წლის მერე იმ ელიტის ხელშია, რომელმაც მიიტაცა. მას შემდეგ მეტ-ნაკლებად ყველა არჩევნები გაყალბებულია. ამ ელიტამ ქართველ ხალხს წაართვა ფული, სახსრები და ღირსება. მე მგონი არჩევნებს არანაიარი აზრი არ აქვს. ხალხი უნდა გაერთიანდეს და ეს სისტემა დაამხოს", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
წყარო: ipress.ge