საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა ბრძანებულება გამოსცა, რომელიც ნებას რთავს ქალებს მართვის მოწმობები მიეცეთ. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრძანებულების თანახმად, 30 დღის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს სამთავრობო ორგანო, მინისტრების დონეზე, რომელიც რჩევებს შეიმუშავებს, ხოლო კანონი 2018 წლის ივნისისთვის უნდა იქნეს განხორციელებული.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყნაა მსოფლიოში, რომელიც ქალებს ავტომანქანების ტარებას უკრძალავს. ზოგიერთი ქალი საუდის არაბეთში ავტომობილის ტარებისთვის ან დაჯარიმდა ან ციხეში იქნა ჩასმული.
წყარო: guardian.ge