მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით ახალი ამბავი ვრცელდება – " მართვის მოწმობის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვისაც..."


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მართვის მოწმობის მოსამზადებელ სკოლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრი არაკვალიფიციური სკოლა არსებობს, რომელიც 4 დღეში ამზადებს გამოცდისთვის. მისი განცხადებით, ეს სახელმწიფოს დიდი პრობლემაა და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს კანონზე მუშაობა, რომ მხოლოდ ავტორიზებულ სკოლებში გავლილი მსურველი გავა გამოცდაზე.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ Palitranews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ისაუბრა.

„ჩვენი შეფასების სისტემა არ არის ისეთი, რომ უფრო უზრუნველყოს კვალფიციური მძღოლების გამოშვება. ეს არის როგორც სკოლების ასევე ჩვენი პრობელემა მაგალითად არის სკოლები რომელებიც 4 დღეში ამზადებენ მართვის მოწმებისთვის. ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე. ვნახოთ, როგორ შეთანხმდება მთავრობა ამაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ალბათ მალე გახდება ცნობილი“ - განაცხადა ხუციშვილმა.
წყარო: worldnews.ge